spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის უნივერსიტეტში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

ქუთაისის უნივერსიტეტმა USAID-ის მხარდაჭერით,  IFES Georgia-ს მიერ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) ერთად ტოლერანტობის დღე აღნიშნა.

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე “ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები“, რომლის მიზანიც აკადემიური წრეების, ახალგაზრდობის, მასმედიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ტოლერანტობის თემით დაინტერესებაა.

 

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო და როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება, ყოველწლიურად აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები