spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისში, 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ შევსებას ხმაური მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე.

 

მას შემდეგ,  რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ შემაჯამებელი ოქმი, რომელიც დღის ბოლოს უნდა შეივსოს, უკვე  შევსებული და მასზე ხელი მოწერილი იყო, საჩივარი დაწერა. 

 

ადგილზე მივიდნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ითხოვდნენ.

 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილი აქვს გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევას, უბნის წარმომადგენლის მტკიცევით, კი ეს მხოლოდ შეცდომა იყო, რომელიც საუბნო კომისიის მდივანს “გამოუცდელობით  მოუვიდა”. 

 

აღსანიშნავია, რომ შევსებულ ოქმზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდათ “ქართულ ოცნებასთან” აფელირებულ კომისიის წევრებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები