ქუთაისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დევნილების საცხოვრებელში ბინა გატეხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრები იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
მეზობლების თქმით, წაღებულია ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.