ქუთაისში ერთ ღამეში 6 მაღაზია გაქურდეს.
უცნობმა პირებმა მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს.
წაღებულია პროდუქტი და თანხა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები გახშირებულია.
ადგილზე სამართალდემცველები მუშაობენ.