spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ქუთაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

 

აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

 

“შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გათავისუფლება. ქვეყანაში აქციები არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება.  ამასთან, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან არჩევნები გაყალბდა და რეალურად ოპოზიციამ გაიმარჯვა” , – განაცხადა გიგა შუშანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები