იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილე ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქუთაისში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
“16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ჩვენ ყოველ წელს ვიხსენებთ იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც რთულ დღეებში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის კეთილდღეობას, ასევე ვიხსენებთ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს დაცვას. ათასობით მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი სახლი, იქცა თავის ქვეყანაში დევნილად და შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყნის 20% დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის გამთლიანება, სანამ დროებით ოკუპირებული ტერიტორია არ შემოუერთდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქციას. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ მხოლოდ მშვიდობით“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.