spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 3 საათის განმავლობაში 2 მილიონ დოლარს მოითხოვს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი პირი პოლიციას მოთხოვნების შესასრულებლად 3 საათს აძლევს. 

 

მამაკაცი 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.

 

ვიდეომიმართვა ბანკიდან გავრცელდა. ის თავდამსხმელმა სავარაუდოდ, ერთ-ერთ მძევალს სოციალური ქსელით გაავრცელებინა.

 

კადრებში სამხედროფორმიანი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს.

 

მძევლების თქმით, თავდამსხმელი მოითხოვს ასევე უსაფრთხო ფრენას, რუსულ დროშას და ანკესს.

 

მათივე თქმით, შეიარაღებულ მამაკაცს ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს, მათ შორის შენობის კარზეც დამონტაჟებული.

 

უცნობი პირი ბანკის ფილიალში დაახლოებით საათანხევრის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები