ქუთაისში, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაკვეთით გაკრულ სისხლიან ბანერებს, რომელზეც პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული, ოპოზიციამ თეთრი ნაჭერი წარწერით – “მოდი მემორანდუმზე” ჩამოაფარა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები, არის მემორანდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მათ ცხოვრება მოსმენების ფონზე, უკიდურეს სიღარიბეში სურს, თუ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში.
ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, ხელისუფლების დაკვეთით დღეს სისხლიანი ბანერები გამოფინეს.