spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ქვეითი სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცა. 

 

სიტყვით მიმართვისას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყურადღება კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში კვალიფიცირებული უმცროსი ოფიცრების როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მოგვიანებით გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. 

 

უმცროსი ოფიცრის ოცდაშვიდკვირიანი კურსი ოცდაცხრა ლეიტენანტმა დაასრულა. კურსის განმავლობაში მსმენელებმა ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და საპატრულო ოპერაციები, სროლის ხელმძღვანელობა შეისწავლეს და თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა-დიდაქტიკას, ასევე, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსაც გაეცნენ. პირადმა შემადგენლობამ ოცეულის მეთაურის რანგში ოცეულის დონის 4 ოპერატიული ბრძანება დაამუშავა და განახორციელა. 

 

“ქვეითი უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი“ თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე 2001 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წლიდან კურსი საერთო საჯარისო ცენტრს დაექვემდებარა, 2021 წლიდან კი, მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის შემადგენლობაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები