spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები – 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ. და 1977 წელს დაბადებული ა.ბ. 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ.

 

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. 

 

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები.

 

ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია „ჰეროინის“, „კოდეინის“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები