spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რადას დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეებისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს

თბილისი: უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს იარაღი ჩაუდეს და რომ ეს პროვოკაცია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

 

“ეს არის პროვოკაცია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს, პირველი კი ის არის, რომ დიდი ალბათობით საქართველოს და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რადგან აწყობთ სკანდალის გამოწვევა, ქართველი ამომრჩევლის დაშინება, რომ ჩამოვიდნენ ვიღაც მებრძოლები უკრაინიდან საზარელი მიზნებით. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ, ითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, ისინი იბრძვიან უკეთესი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა სიმენჩენკომ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

ქართველმა სამართალდამცველებმა გუშინ უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

 

დაკავებულებიდან ერთ-ერთი “დონბაისის” წევრი ლუკა ჩხეტიაა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. 

 

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები