ამერიკული “აბრამსის” საბრძოლო ტანკების პარტია უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტანკებთან დაკავშირებით ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის.
“ოპერაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვერ შევძლებ დეტალებზე საუბარს, თუ როდის ჩავა ეს ტანკები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ველოდებით მათ უკრაინაში უახლოეს დღეებში და კვირებში”, – განაცხადა რაიდერმა.