spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რაჯენდრა პაჩაური – კონფლიქტი მასში ჩართულმა მხარეებმა უნდა მოაგვარონ და ეს უნდა გაკეთდეს დიპლომატიური გზით

ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება, თუ ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს აუცილებელია, – ამის შესახებ Front News-ს ნობელიის პრემიის ლაურეატმა რაჯენდრა პაჩაურიმ გლობალურ სამიტზე განუცხადა.

 

“თუ ისტორიას გადავხედავთ, ყველაზე რთული კონფლიქტები მოგვარებულა. ვიმედოვნებ, ევროპის ყველა ქვეყანა, აშშ და რა თქმა უნდა, რუსეთი შეძლებენ არსებული სიტუაციის შეცვლას, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და ყირიმშია. ომისგან სარგებელი არავის აქვს”, – განაცხადა პაჩაურიმ.

 

მისივე თქმით, კონფლიქტის მარტივად მოგვარება შეუძლია ქვეყნებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ, მესამე ქვეყანას კი მხოლოდ დახმარება შეუძლია.

 

“საუკეთესო შუამავლები რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები იქნებიან, თუმცა კონფლიქტი მასში ჩართულმა მხარეებმა უნდა მოაგვარონ და ეს უნდა გაკეთდეს დიპლომატიური გზით, ჩუმად, კულისებში”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები