spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რამაზ ჩინჩალაძე – სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ გოგაშვილი დაკავებას ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირებს.

 

“ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს; როგორც თავად აცხადებს, მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამდენიმე დღის განმავლობაში და როგორც აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს. ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება, თუმცა როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს“, – აცხადებს ჩინჩალაძე.

 

მისივე თქმით, გოგაშვილისგან აქვს ინფორმაცია, რომ “დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას“.

 

ადვოკატის თქმით, დაკავების პროცესში გოგაშვილზე ფიზიკური ზეწოლა  განხორციელდა. 

 

“ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის მარჯვენა მხარე აქვს შეშუპებული, ასევე წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – სოსო გოგაშვილს ხელები უკანა მხარეს რომ ჰქონდა შეკრული, გაშლილ ხელებზე უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით, ამ დროს მოხდა სოსო გოგაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ ამიტომ გაუსწორდნენ სავარაუდოდ, მას ფიზიკურად“, – განაცხადა ადვოკატმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები