spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რაფაელ გლუკსმანი – კრემლი რომ არ დამცირებულიყო, შევეგუეთ ჩეჩნების ხოცვა-ჟლეტას, საქართველოს დანგრევას, ალეპოს განადგურებას, ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას

“აქ არ არსებობს “სახე”, რომელიც უნდა “შენარჩუნდეს”, არსებობს ფაშისტური ომის მანქანა, რომელიც უნდა შეჩერდეს” – ასე გამოეხმაურა ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეთავაზებაზე.

 

“საფრანგეთის ხელისუფლების ეს აკვიატება, რომ პუტინს სახის შენარჩუნებაში დავეხმაროთ, მაშინაც კი თუ ეს მოითხოვს დიდ დათმობებს აგრესორისთვის, სამარცხვინოცაა და ძალიან საშიშიც. არ არსებობს სახე, რომელიც უნდა გადავარჩინოთ, არსებობს ფაშისტური ომის მანქანა, რომელიც უნდა გავაჩეროთ.

 

ეს იმეორებს ცნობილ მოსაზრებას რუსეთის არდამცირების შესახებ, მაგრამ ვინ ვის ამცირებს 20 წელია?! იმისთვის, რომ კრემლი არ დამცირებულიყო, შევეგუეთ ჩეჩნების ხოცვა-ჟლეტას, საქართველოს დანგრევას, ალეპოს განადგურებას, ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას. 

 

მთელი საფრანგეთის პოლიტიკურ კლასს გასდევს ფონად ეს ცდუნება პუტინიზმის წინაშე დათმობებზე წასვლისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მემარცხენეებს. მე ვიბრძოლებ დაუნდობლად, ყველგან, ყოველთვის”,- წერს რაფაელ გლუკსმანი სოციალურ ქსელში.

 

ზელენსკის განცხადებით, პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა მას უკრაინის სუვერენიტეტზე გარკვეული დათმობები შესთავაზა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები