spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დროებით გაიხსნა. მისი მეშვეობით უცხოელები ეგვიპტეში ევაკუაციას შეძლებენ, – ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ღია პუნქტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ღაზას სექტორის დატოვების საშუალებას აძლევს.

 

ამერიკელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ბევრი ადამიანი შეეცდება საზღვრის გადაკვეთას. საელჩო აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ ეგვიპტეში შესვლას, რომ მოსალოდნელია “პოტენციურად ქაოსური და მოუწესრიგებელი გარემო საზღვრის ორივე მხარეს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები