ევროპარლამენტარი რასა იუკევიჩიენე სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება.
“ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, თუნდაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბ.ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საბოტაჟი სურს?”, – წერს რასა იუკნევიჩიენე.