spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქცევა

ახლა მაგიდაზე რაც გვაქვს დოკუმენტი, საქართველო ამ ტრიოს შორის არის უკან ჩამორჩენილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა  რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სიძულვილის ენა და მეგობრების დადანაშაულება. 

 

“საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქცევა, რომ ყველას ადანაშაულებს გარშემო საქართველოს საუკეთესო მეგობრების ჩათვლით, როგორიცაა აშშ-ის შტატები, ევროპული პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. პირველ რიგში,  საკუთარ თავს უნდა შეხედონ, თუ მეგობრები ამბობენ, რომ რაღაც არ ხდება სწორად, უნდა მოისმინონ და განსხვავებული ნაბიჯები გადადგან. 

 

ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის კანონის უგულებელყოფა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, მკურნალობის საშუალების არმიცემა, მასმედიის წარმომადგენლების ციხეში ჩასმა, ამის გაკეთება  სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული,  რას ნიშნავს?, ყველაფერს აკეთებენ, კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. 

 

არ ვიცი რა მოხდება ევროპის საბჭოზე, მაგრამ ახლა ჩვენ მაგიდაზე გვაქვს დოკუმენტი, იმის მიხედვით,  საქართველო, რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი, დემოკრატიაში, კანონის უზენაესობაში, ყველაფერს რასაც ვუწოდებთ კანონის უზენაესობის გზას, ახლა ამ ტრიოს შორის საქართველო არის უკან ჩამორჩენილი“, – განაცხადა  რასა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია “ფორმულასთან“ საუბრისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები