შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა.
ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.