spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ სახით

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

 

“ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები