spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

 

“ჩვენ არათუ ვგეგმავთ არამედ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი. ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”,  – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების საქმის შესწავლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები