spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, იქ შევიდნენ ამჟამად პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ შესვლის უფლება

პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე განვუცხადეთ უარი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლევა უკრაინის სახალხო დამცველს მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

 

“სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები