spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმარ  სააკაშვილის დაცვის მხარის მთელი კამპანია სიცრუეზეა აწყობილი, რაც აიძულებს მათ გაასაჯაროოს კადრები. 

 

“ერთ-ერთი ტელეარხის დირექტორი და ამავე  დროს ადვოკატის, ბატონი გვარამიას განცხადებას ვციტირებ,  უკაცრავად, თუ რამე ისეთი სიტყვაა, რომელიც არ ესიამოვნება საზოგადოებას.  – მიხეილ საკაშვილი გლდანის ციხეში მანქანით მიიყვანეს, მაგრამ ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს და სპეციალურად პატიმრების კორპუსთან გადმოიყვანეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა, დაიწყეს გინება, თუმცა არავის უნდა სცოდნოდა, რომ იმ მანქანაში სააკაშვილი იყო.  იმ ადგილიდან, სიტყვა-სიტყვით ვამბობ, ადვოკატის მიერ ნათქვამ ტერმინს გამოვიყენებ, – იმ ადგილიდან “გადმოათრიეს”. აი, ეს არის დამოკიდებულება, თუ როგორ საუბრობენ, მათ შორის დასაცავ პირზე. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ათრიეს 30 მეტრი და მიიყვანეს საავადმყოფოს კორპუსთან. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყბანეთ პატიმარი სააკაშვილი #18 დაწესებულებაში”, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

მისი განმარტებით, თავად პატიმარი არ დაემორჩილა ადმინისტრაციის მოთხოვნას და მიაყენა თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

 

ბრეგაძის თქმით, ტერმინ „გატაცებას“ ხელისუფლების ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მოახდინონ მავნე ზეგავლენა, დაარწმუნონ საზოგადოება თითქოსდა, ხელისუფლებამ ვინმე გაიტაცა.

 

“საერთოდ როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე იმასაც გეტყვით, რადგან ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას ვპასუხობ თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე გავმარტავთ მიზეზებს რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან #18 დაწესებულებაში.

 

როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი #18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა ბევრად უფრო მჭიდრო იქნებოდა და ეს რისკი სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები. ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლას. ეს გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები