spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდშია ჩანიშნული, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. 

 

მინისტრის თქმით, ეს რეკომენდაცია პატიმრის უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგისთვის არის გაცემული. 

 

“ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში პროცესს ხელს შეუშლიდნენ და ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილი ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ! პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული.  ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ. 

 

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი,”-  განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში. 

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები