spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მიზეზი თუ რატომ “ქართული ოცნება“, ეს არის, გაცემული დაპირებების შესრულების ქრონოლოგია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის განცხადებით, “ქართული ოცნებისთვის“ მთავარი “სამშობლო და საქმის გაკეთებაა“.

 

ამის შესახებ ბრეგაძემ “ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

 

“შევეცდები ძალიან მოკლედ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ „ქართული ოცნება” და ამას დავიწყებ 2012 წლიდან. ჩვენ, ქართული პოლიტიკური სპექტრი, მიჩვეული ვიყავით პოლიტიკოსების გაკულტებას და პიროვნების წამოწევა ხდებოდა ხოლმე წინა პლანზე და ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა, ბიძინა ივანიშვილმა როდესაც გაიგო, რომ ხალხმა დაიწყო შეძახილი – „ბიძინა, ბიძინა“, ყველა გააჩერა და უთხრა, „ბიძინა არა, თქვით საქართველო“. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან სიმბოლური ჟესტი, რითაც გამოჩნდა ის, რომ დაფუძნდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მთავარი იყო სამშობლო და ასევე საქმის გაკეთება. 

 

მეორე, თუ რატომ „ქართული ოცნება“, ეს არის, გაცემული დაპირებების შესრულების ქრონოლოგია და მე ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ბატონი ირაკლის თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას მან შემოიტანა სამინისტროში დევიზი – „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ და განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩვენი გმირი სამხედროებისთვის გაიხსნებოდა სამხედრო ქალაქი და გუშინ უკვე 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ბინა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები