spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მსჯავრდებული პატიმრები სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში და არც სააკაშვილია გამონაკლისი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

 

“ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა განსხვავებული კუთხით და ჩვენი პასუხი არის ერთი – მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს და შესაბამისად, არც ის არის გამონაკლისი. როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, იგი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის კლინიკა “ვივამედშიც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები