spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული სააკაშვილის ადგილსამყოფელით

“ეს არის ჩვეულებრივად, მოდელირებული ქრონიკის შემქმნელისგან, მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკა” – ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას.

 

მისი თქმით, არ აინტერესებს სააკაშვილის ადგილსამყოფელი. 

 

“სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული სააკაშვილის ადგილსამყოფელით. ეს არის ჩვეულებრივად, მოდელირებული ქრონიკის შემქმნელისგან, მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკა.

 

თუ ჩამოვა ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, პასუხი უნდა აგოს ქართული მარლთმსაჯულების წინაშე. ის, რა თქმა უნდა, აუცილებლად აგებს პასუხს ქართული სასამართლოს წინაშე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები