spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – პატიმარ სოსო გოგაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური

ამჟამად კამერები მუშაობს და პატიმარ სოსო გოგაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილის ოჯახის წევრების ვიზიტისას დარღვევები არ ყოფილა.

 

“დავადასტურე ის ფაქტი, რომ ბატონ გოგაშვილთან იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. ეს იყო ერთგვარი წახალისების ფორმა, იმიტომ რომ მისი ყოფაქცევა იყო ძალიან დადებითი და, ბუნებრივია, როდესაც ადამიანი იყო ახალი შემოსახლებული პენიტენციურ დაწესებულებაში, მას გაეწია გარკვეული შეღავათი და ის შეხვდა ოჯახის წევრებს. არცერთი მუხლი არ დარღვეულა, როდესაც ბატონი გოგაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები