spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – რეკომენდაციები პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული

მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის  შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენ კვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში,  მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა, შიმშილობს.

 

მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით დღეს კონსილიუმია შეიკრება, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები – მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები