spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ  მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

 

მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

 

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები