spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული მისი შესვლა საპატიმროში.

 

“საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული, როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, არ იქნა შეშვებული. 

 

ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებულიყო ორივე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ის ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში და გამოვიდა, გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმის შესახებ, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები