spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს

დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, – წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

 

“იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა.

 

დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია. 

 

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.

 

მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად, შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.

 

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით.

 

ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.

 

საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინარულ ვითარებაშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ვემსახურებით საქართველოს”, – წერს ბრეგაძე.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fratibregadze%2Fposts%2Fpfbid02G1pR5fgnGEq5xmyvk3FPsuoAgV34Mk9Zq5yGSm6ztjE2vAJgWRYZSzw7wM1UaFAql&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”736″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები