spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძის გამოსვლის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს  მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება. 

 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრის ქმედებას აპროტესტებენ. 

 

“იუსტიციის მინისტრი არის დამნაშავე, მესამე პრეზიდენტი არის პუტინის პირადი პატიმარი და ქართული პოლიცია იმის ნაცვლად,  რომ სიმართლის მხარეს იდგეს, დგას დამნაშავე რატი ბრეგაძის მხარეს“, – განაცხადა “ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელმა” ლაშა ფარულავამ.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პოლიციამ პროტესტის 2 მონაწილე დააკავა. 

 

“ორი ჩემი თანამებრძოლი დააკავეს, სრულიად უმიზეზოდ, რუსული პოლიციის სტილში, მოვიდნენ, დაეჯახნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს, ერთი 16 წლის ბავშვი დააკავეს, მეორე “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი”, – განაცხადა ფავლენიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები