“ქართულმა ოცნებამ” შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერით, მაგალითი მისცა სხვა საპარლამენტო სუბიექტებს, რომ დასრულებულიყო პოლარიზაცია და საპარლამენტო სუბიექტები ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში. ამ განცხადებით უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა.
მისი თქმით, ცარიელი სკამების უკან დგანან უპასუხისმგებლო, შეშინებული და გაქცეული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ამომრჩეველი მოატყუეს.
“როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მისცა მაგალითი სხვა საპარლამენტო სუბიექტებს, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტისთვის, ამ შეთანხმების მთავარი მიზანი პოლარიზაციის დასრულებასთან ერთად იყო ის, რომ საპარლამენტო სუბიექტები ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში. ამ ცარიელ სკამებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ჰქვია თავსი სახელი – ეს არის უპასუხისმგებლობა და სინამდვილეში ამ ცარიელის სკამების უკან დგანან შეშინებული და გაქცეული ადამიანები. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ამ სუბიექტებს არ აქვთ არც არგუმენტები და არც სათქმელი, პირველ რიგში იმ ამომრჩევლისთვის, ვისაც ასე უტიფრად ატყუებდნენ თვეების მანძილზე”, – განაცხადა რიგგარეშე სესიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.