spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი “ვეტინგი“ არ იქნება

ბოლო პერიოდი ურეიტინგო „ენჯეოებისგან“ და პარტიებისგან აქტიურად გვესმის „ვეტინგზე“ საუბარი.  რაც შემთხვევითი არ არის. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას და ეს ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ქართული სასამართლოს მიტაცებას ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც  უცხოეთიდან ფინანსდებიან და ემსახურებიან დონორების და არა ქართული საზოგადოების ინტერესებს.

 

“ესენი არიან ის “ენჯეოები“, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე გააყალბეს „პივიტი“, 2022 წლის აქციებზე მოითხოვდნენ ტექნიკური დროებითი მთავრობის შექმნას. ესენი არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ როდესაც ჩვენთვის ევროკავშირს უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, ანგარიშს ანგარიშზე წერდნენ და ფაქტობრივად  ევროპულ სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს  მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ასევე, ეს არის ის პარტია, რომელსაც დღეს რეალური მმართველი ჰყავს „მისტერ ოფშორის“ ანუ კეზერაშვილის სახით, რომელიც ქართული მართლმსაჯულების მიერ  არის მსჯავრდადებული. ესენი არიან ის კრებითი ადამიანები, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრობით კი არ მოქმედებენ, არამედ ცდილობენ ყველანაირად ჩირქი მოცხონ და ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მისივე თქმით,  ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში იზრდება.

 

“ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიცია არის, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება. ქართულმა  სასამართლოებმა არაერთხელ წარმატებით ჩააბარეს სტრასბურგის  სასამართლოს ტესტი. ჩვენი სასამართლო საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებში მოწინავე პოზიციას იკავებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები