spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – ეს განპირობებული იმით, რომ საქართველო არ შეეხიდა გვამებით უკრაინას, რომ არ გაიხსნა მეორე ფრონტი

გარკვეულ უკრაინელ მაღალჩინოსნებს აქვთ მუდმივი მცდელობა საქართველო დაადანაშაულონ. საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი ცილისწამება ვნახეთ მათი მხრიდან და აღმოჩნდა, რომ თითოეული ასეთი ცილისწამება იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

 

“ერთი მხრივ, ეს განპირობებული იმით, რომ საქართველო არ შეეხიდა გვამებით უკრაინას, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ პლატფორმაზე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სწორედ საქართველო არის და სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთი რეზოლუციის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან ამისი დასტურია. შესაბამისად, ასეთი რიტორიკა ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღ და სწორ რეაქციას იწვევს, ვინაიდან რაც ოკუპაციის წინაშე ჩვენმა ქვეყანამ გადაიხადა, თანამედროვე სამყაროში რთულად მოვძებნით მეორე ასეთ ქვეყანას. 

 

ამიტომ, ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა საქართველოზე, ჩვენს თავმოყვარეობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იწყებს საუბარს. ჩვენ ღირსეულად ვიცავთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, იმისთვის, რომ ეს ბრუტალური რუსული აგრესია, რაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იყოს შეჩერებული და ყველა დიპლომატიურ არხს და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ვიყენებთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები