spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – გია ხარჩილავა პოლიტიკურად უინტერესოა და პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავა პოლიტიკურად უინტერესოა, ამიტომ მისი ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია.

 

“თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის გია ხარჩილავა. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესზე და შურისძიებაზე საუბარი არის ძალიან უხერხული და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება ფაქტს, შესაბამისი უწყებები დაადგენენ ყველაფერს და ამ თემაზე ამ პარტიისგან პოლიტიკური სპეკულირება, ცხადია, არავის უკვირს“, – აცხადებს იონათამიშვილი.

 

წალენჯიხის მერის პირადი ავტომობილი გამთენიისას დაიწვა. შსს-მ ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები