“ნაციონალური მოძრაობა“ როცა ამბობს, რომ არ ყოფილა სანდრო გირგვლიანის საქმე, 7 ნოემბერი და ის დანაშაულები, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტები აქვს გამოტანილი, ამით შეურაცხყოფას აყენებენ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ რეჟიმის სისასტიკე, არამედ სამართლიანობის პრინციპსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება სასამართლოსთან მიმდინარე პროცესებს, იონათამიშვილის შეფასებით, უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა არის პროვოკაცია, რასაც პროტესტის გამოხატვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს. მათთვის პროვოკაციებით იქნება ერთადერთი შედეგი ის, რომ მათი მარგინალიზაცია ხდება. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მხრიდან და ვერავინ შეუშლის ხელს, რომ ეს პროცესი იყოს დაცული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.