spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციაში მიდის ოლიგარქების ომი სუბიექტური ინტერესების გამო

“ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიმართ შიში აქვთ, რადგან ეს პარტიები სწორედ ოლიგარქების ფულით ფინანსდებიან. 

 

მისი აზრით, ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებისას საქართველო სწორედ ამ კანონს უნდა დაეყრდნოს.

 

“ფაქტია, რომ უკრაინულ მოდელს აქვს მოწონება ევროპარლამენტის მხრიდან. ფაქტია ისიც, რომ უკრაინის შემთხვევაში, მას ამ კანონის იმპლემენტაციის ვალდებულება მიეცა და ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიდის ოლიგარქების ომი სუბიექტური ინტერესების გამო. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ამ ვალდებულების შესრულების დროს. 

 

ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში ამ კანონის მიმართ, ბუნებრივია, ვინაიდან ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები