spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – როგორც ჩანს, იკვეთება კეზერაშვილის ბრალეულობა

“დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში,’’ –  ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას. 

 

როგორც იონათამიშვილი აცხადებს, საინტერესოა, სად მივა გამოძიების კვალი, თუ ეს იქნება კეზერაშვილი, რასაკვირველია, არავის გაუკვირდება. 

 

“დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს პროკურატურის და პროკურორის როლი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში და გამოძიებაში, რაც ასევე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან იქნა აღნიშნული. ახლა საინტერესო არის სად მივა კვალი, როგორც ჩანს იკვეთება კეზერაშვილის და მისი გარემოცვის ბრალეულობა. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ რასაკვირველია, არ გაგვიკვირდება, ვინაიდან ვიცით, რომ ეს ადამიანი, როდესაც ხელისუფლებაში იყო ძარცვავდა ქართულ ჯარს და ახლა კი, როდესაც ემიგრაციაშია ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვით არის დაკავებული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები