საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ოპონენტებმა ვერ გაიგეს.
მისივე განმარტებით, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და “ნაციონალურ მოძრაობას”.
“სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს მაშინ, როცა ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ საუბრობს. ეს ფარდას ხდის იმ რეალობას, რაც არის – სინამდვილეში: სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენი პარტნიორებისა და ხელისუფლების მიზანია, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა” – განაცხადა იონათამიშვილმა.