საქართცელოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა.
შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარანას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესი და გამოწვევები გააცნო.
მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა 17-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 11-13 ივნისს გაეროს ნიუ-იორკის ოფისში იმართება.