თბილისი: საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ უსაფრთხოების უკეთესად შენარჩუნებისთვის ევროკავშირის უფრო მეტი პირდაპირი ჩართულობაა საჭირო.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Euronews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილი უკრაინის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოსთვის შეშფოთების საგანია.
“ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად ცხოვრობს და მათ მუდმივად იტაცებენ. ეს მუდმივი საფრთხეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაწუხებს შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი კიდევ ერთი საზღვარია. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოსთვის შეშფოთების საგანია. ისე როგორც არასდროს, ჩვენ დამოკიდებული ვართ და ველოდებით ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და ნატო-ელი პარტნიორების რეაქციებს. ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირაა მათზე დამოკიდებული. ჩვენ საოკუპაციო ხაზზე, სადამკვირვებლო მისიას სწორედ ევროკავშირი ახორციელებს და ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის უფრო მეტი პირდაპირი ჩართულობა, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ უსაფრთხოების უკეთესად შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.