spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რაჟდენ კუპრაშვილი – 31 აგვისტომდე ყველა საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ – “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” “ელენე ხოშტარია” , “დროა” და “ახალი ერთობა – გვარამია, მელია” – დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა უნდა  წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

“იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება – 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.

ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ – “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” “ელენე ხოშტარია” , ” დროა” და “ახალი ერთობა – გვარამია, მელია” – დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, ND-ის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და IRI-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში – უზრუნველყოფილი იქნეს თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა, იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები