spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რაჟდენ კუპრაშვილი – თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც “უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.

”შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება – მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა. მაგრამ როდესაც თანხას იხდი იმ აქტივობებში, რაც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, ამავდროულად კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში თავის შეკავებისკენ, ამას არეგულირებს კანონი. კანონი აწესებს, რომ თუ ამ საქმიანობაში ხართ, ვალდებული ხართ, ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები საჯაროდ გახადოთ. თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს სამწუხარო იქნება. მე დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს – მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმეს სჭირდება. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები