21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციასთან დაკავშირებით რეგიონებში მზადება მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრები საინფორმაციო აქციას დღეს მარნეულში ატარებენ. ისინი მოქალაქეებს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
“დღევანდელი ჩვენი კამპანია გაგრძელდება თბილისში და მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივა გზავნილი. კერძოდ, აუცილებელია, დასრულდეს პოლიტიკური დევნა, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს. ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი”, – აცხადებს გიორგი მუმლაძე.
აქცია რუთაველზე 21 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება.