სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა.
სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.
რეგულირების სააგენტომ დაწესებულების მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.
მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა რუსთავსა და ბათუმშიც.