spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“რენიუ“ – პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული პროცედურების ცენტრი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

“რენიუ“ – ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ პაციენტებს. ამ ყველაფრისთვის კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრია წარმოდგენილი, პროფესიონალთა გუნდი კი, სხვადასხვა პროცედურას უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს.

“ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციული პროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს”, —ამბობს “რენიუს” დამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი.

იმისათვის, რომ „რენიუს” დამფუძნებლებს ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალის საჭიროება დადგა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერა საწყისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ კაპიტალის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ ეტაპამდე მოსვლას”, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.

“რენიუს” დამფუძნებლებს წინ დიდი გეგმები აქვთ. მოწინავე იდეებითა და ხედვებით, პლასტიკური ქირურგიის და რეკონსტრუქციის ცენტრის მუდმივ ზრდასა და განვითარებას აანონსებენ,

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები