spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“რეფერენდუმზე გვეყოლება ძალიან ბევრი დამკვირვებელი იმ ამბებთან ერთად, რასაც მე ვგეგმავ, რასაც ჩვენ ვგეგმავთ”

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში მოლაპარაკებებს მართავს და აცხადებს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.

“გვაქვს შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, იმ ხალხთან, ვინც ხელმძღვანელობს ჩვენი რეგიონის მიმართულებას, ე.ი აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ ევროპის და ევროპარლამენტის ძალიან ბევრ წევრთან, ყველასთან, ვინც რამეს წარმოადგენს პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკაში. 

ჩემი მთავარი ამოცანაა, ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი. იმიტომ რომ შარშან, ოქტომბერში, არჩევნებში არ იყვნენ დამკვირებლები კოვიდის გამო. ახლა თუ რამე ახალი არ მოიგონა ტრიუკი მთავრობამ, ოქტომბერში, რეფერენდუმზე ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი დამკვირვებელი იმ ამბებთან ერთად, რასაც მე ვგეგმავ, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, რაც აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება და აუცილებლად საქართველომ უნდა გაიმარჯვოს. ევროპის დახმარება გვჭირდება ჩვენ, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადასაწყვეტია ქართველი ხალხის. 

აქ მქონდა ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრები. ძალიან დიდი ინტერესი არის საქართველოს მიმართ, არ განელდა, რაც მახარებს. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, დემოკრატიას ჰყავს ევროპაში ბევრი მეგობარი და საქართველოს ჰყავს მეგობრები”-აცხადებს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები