“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” კომუნიკაციების კომისიის მიერ “მთავარი არხის” დაჯარიმებას ეხმაურება.
RSF გმობს ცენზურას, ასევე, დიდ გადასახადს და მოუწოდებს მარეგულირებელს გადაწყვეტილებას გადახედოს.
“საქართველოში მთავრობისადმი კრიტიკული მედია “მთავარი არხი” 36 000$–ით დააჯარიმეს, სააკაშვილის მხარდამჭერი ვიდეორგოლის გაშვებისთვის, რომელიც მიიჩნიეს პოლიტიკურ პროპაგანდად არასათანადო პერიოდში. RSF გმობს ცენზურის მექანიზმს და უზომო გადასახადს. RSF მოუწოდებს მარეგულირებელს, გადახედოს გადაწყვეტილებას”, – წერს “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” “ტვიტერზე”.